Sunday, July 18, 2010



1.პროექტის სახელი - მოწევა კლავს ადამიანს.2. პროექტის მოკლე აღწერა - ჩვენს ირგვლივ უამრავი მწეველი ადამიანია და მათი რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ შეეხება ორივე სქესს, მდედრობითი სქესი გარდა იმისა, რომ პრობლემას უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას სრულიად სპობს და ანადგურებს ახალ ჩასახულ ცოცხალ არსებას.
3. პროექტის ვრცელი აღწერა - პროექტის მიზანია ისეთი გზების ძიება რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის გადაჭრა. ამისათვის საჭიროა მოვიძიოთ ინტერნეტის საშუალებით მწეველთა რაოდენობა, მათი არაჯანსღი ცხოვრების მანკიერი მხარეები, შევადაროთ მწეველი და არამწეველი ადამიანების სასიცოცხლო ორგანოები ერთმანეთს, შევხვდეთ მწეველ ადამიანებს და ვურჩიოთ ჯანსაღი ცხოვრებისაკენ შემობრუნება.
4. მონაწილეთა ასაკი - 10 - 12 წლის.

5. პროექტის ვადები - 2010 წლის ოქტომბერ - დეკემბერი.

6. პროექტის მოსალოდნელი შედეგები - ამ პროექტის განხილვით მოსწავლეები გაითავისებენ ამ ადამიანების პრობლემებს და დაიწყებენ პრობლემის გადაჭრის გზების ძებნას.
7. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში - მოვიძიებთ ინფორმაციებს ამ ადამიანების შესახებ და კლასში გავმართავთ დისკუსიებს, მასალებს განვათავსებთ ბლოგში, ისტ-ის დახმარებით შევძლებთ ამ გზების ძიებას, მასალებს ინტერნეტში განვათავსებთ. აგრეთვე სკოლის გარეთ მოვაწყობთ შეხვედრებს მწეველ ადამიანებთან და ავიღებთ ინტერვიუებს.
8.
პროექტის სარგებე3ლი სხვებისათვის - მოსწავლეები პირველ რიგში შეეცდებიან იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით. გამოიმუშავებენ ინტერვიუს აღების უნარებს, გაიღრმავებენ ისტ-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, წერას, კითხვას, მეტყველებას. ამით ვაჩვენებთ, რომ მოწევა კლავს ადამიანს.
9.
სამუშაო ენა - ქართული ენა.
10. საგნებთან კავშირი - ბიოლოგია.
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი და გვარი - მაია წულწუკიძე.
12
. ფასილიტატორის ელ.ფოსტა - samgereti@gmail.com

No comments:

Post a Comment